შეხვედრა ნინი ფალავანდიშვილთან.

11.01.2020

დღეს ჩვენს გუნდს ძალიან კარგი დღე გვქონდა: შევხდით ნინი ფალავანდიშვილს. ნინის წარდგენა არ სჭირდება, მაგრამ მაინც ორი სიტყვით გვინდა წარვადგინოთ ჩვენი ფონდის საქმიანობის კონტექსტში. ნინი არის დიზაინერი და კურატორი, რომელმაც ძალიან ბევრი რამ გააკეთა და აკეთებს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებისათვის. კერძოდ ქართული მოზაიკისათვის. მან მოახდინა კატალოგიზაცია მთელი იმ მონუმენტურ-დეკორატიული მოზაიკების, რაც ე.წ. "საბჭოთა" პერიოდში შეიქმნა საქართველოს ტერიტორიაზე. მან ჩაატარა ამ ნამუშევრების დეტალური კვლევა, დაადგინა ავტორების ვინაობა, ნამუშევრების შექმნის ზუსტი თარიღები, აღწერა ტექნოლოგია, დაწერა რამდენიმე წიგნი ქართულ მოზაიკაზე, გააკეთა დეტალური რუკა საქართველოს ტერიტორიაზე მდებარე მოზაიკების... წლების მანძილზე ნინი დაუღალავად მოგზაურობდა სრულიად საქართველოში, აგროვებდა მასალას, იღებდა ფოტოებს, ეცნობოდა მოზაიკების ავტორებს და მათ ოჯახებს, ხვდებოდა ჩინოსნებს დედაქალაქში და რეგიონებში, იბრძოდა,რათა ძალიან ცუდ მდგომარეობაში მყოფი მოზაიკები განადგურებისაგან დაეცვა.

ნინის ნაშრომებმა ფართო საზოგადოებისათვის თავიდან აღმოაჩინა ქართული მოზაიკა, რომელიც უდავოდ წარმოადგენს ქართული ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის შემადგენელ ნაწილს და რომელიც დიდი ხნის მანძილზე იყო ყურადღებას მოკლებული. ჩვენი ფონდი ხელმძღვანელობს ნინის წიგნებით. ჩვენ ძალიან ვაფასებთ მნიშვნელოვან წვლილს,რაც მას შეტანილი აქვს ჩვენი ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის აღდგენაში და ვამაყობს ნინისთან მეგობრობით.

დღეს მცხეთის მერს, ბატონ გიორგი კაპანაძეს, წარვუდგინეთ ფონდი რიბირაბოს სამომავლო გეგმები.

ჩვენი პირველი ნაბიჯები. პირველი შეხვედრა დუშეთის მერთან ბატონ ზურაბ სეხნიაშვილთან.

შეხვედრა მოზაიკის ოსტატებთან, ბ.რობინზონ და ბ.ოთარ იმერლიშვილებთან

გუშინ გაიმართა შეხვედრა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოა

გუშინ შევხვდით მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს წამყვან თანამშრომლებს, ბატონ გიორგი გაგოშიძეს და

ბაკურიანში სათხილმურო შეჯიბრის დროს მოწყობილი ფონდი "რიბირაბოს" სტენდი, სადაც ვყიდიდით

შეხვედრა ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის უფროსთან ბატონ ირაკლი ჯინჭარაძესთან და აჭარის კულტურის

საინტერესო და კონსტრუქტიული შეხვედრა აჭარის ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრთან ბატონ ჯაბა ფუტკა