პროექტი “ მზეჭაბუკი” ( დასრულებულია)

ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის ტერიტორიაზე მდებარე მოზაიკა განადგურებას გადაურჩა!

ჩვენი ფონდის ძალისხმევით და არასამთავრობო ორგანიზაცია DRC (Danish Refugee Council)-ს დაფინანსებით დემურ ბაშელეიშვის მიერ შექმნილი ულამაზესი მოზაიკის დარჩენილი ფრაგმენტი გადატანილი იქნა ხონში და განთავსდა აფხაზეთიდან ლტოლვილებისათვის აშენებული კულტურის ცენტრის მთავარ კედელზე.

დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ DRC-ს საქართველოში წარმომადგენლობის უფროსს ბატონ ვინსენ დანტოს ქართული კულტურული მემკვიდრეობის მხარდაჭერისათვის! ასევე დიდი მადლობა ხონის დევნილთა საინიციატივო ჯგუფის თავმჯდომარეს ბატონ ბაჩანა ბასილაიას, რომელმაც ყველანაირად ხელი შეუწყო პროექტის დროულ და ეფექტიან განახორციელებას. და, რა თქმა უნდა, უდიდეს მადლობას ვუხდით ბატონ რობინზონს, ოთარს და ვალო იმერლიშვილებს სამუშაოს შესანინავი შესრულებისათვის.

პროექტი "ციხისძირი"

ფლაკინგი